Monday, June 6, 2011

წიგნი რენესანსის ეპოქაზე



შუდერი, როზემარია
მიჯაჭვული ტიტანი : რომანი / გერმ. თარგმნა და შესავალი წერილი დაურთო ა. გელოვანმა. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1967. - 627გვ. : ილ. ; 22სმ.. - 1მ.92კ. ყდ., 20000ც.[MFN: 92852]
K 128.516/3 - საერთო ფონდი
K 128.517/3 - საერთო ფონდი
K 128.518/3 - საერთო ფონდი
K 224.968/3 - საერთო ფონდი
F 35.463/3 - ხელუხლებელი ფონდი
P 2183/1967 - ხელუხლებელი ფონდი
დაცულია: სპებ

Sunday, June 5, 2011


რაფაელ სანტი (რაფაელი ან რაფაელო) (იტალ. Raffaello Sanzio; დ. 6 აპრილი, 1483 - გ. 6 აპრილი, 1520) იყო ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი იტალიური მაღალი რენესანსის ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი, საყოველთაოდ აღიარებული მისი ნამუშევრების უნაკლობისა და სინატიფის გამო. ზოგიერთ წყაროში ასევე მოხსენიებულია, როგორც რაფაელო სანციო, რაფაელო სანტი, რაფაელო და ურბინო, ან რაფაელ სანციო და ურბინო.
აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების " რაინდის სიზმარი", "სამი გრაცია" და "პერუჯინოს პორტრეტი". 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. "მადონა მწვანეში"(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), "მადონა მშვენიერი მებაღე", "მჯდომარე მადონა"(1516წ ფლორენხია, პიტის გალერეა),"დიდი ჰერცოგის მადონა" და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში "მადონების პერიოდი" უწოდეს. 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას.1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის "ხელმოწერის დარბაზი", რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს "პოეზია", "ღვთისმეტყველება" "მართლმსაჯულება" და "ფილოსოფია". გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: "იულიუს მე–2 პორტრეტი". რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად შესანიშნავი გობელენების ოსტატი და დიდებული არქიტექტორიც იყო. რამოდენიმე წლის განმავლოვაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 1520 წლის 5 აპრილს თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

კარავაჯო დაიბადა 1573 წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო მერიზი, იყო ეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა.

ალესანდრო დი მარიანოდი ვანი ფილიპეპი (იტალ. Alessandro di Mariano di Vanni Filipepi) ცნობილია როგორც სანდრო ბოტიჩელი (იტალ. Sandro Botticelli) იყო ფლორენტინის სკოლის იტალიელი მხატვარი ადრეული რენესანსის პერიოდში.

მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ კაპრეზში (ახლანდელი პროვინცია არეცო), ფლორენციის მახლობლად. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, "კენტავრების ბრძოლა" და "მადონა კიბესთან".
ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში. 20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში

ლეონარდო და ვინჩი


ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო გლეხი იყო. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” _ ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის _ ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ_ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ_ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზხაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც თავის თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, ულვე ფრანგთა მეფის _ ლუი XII-ის სამსახურში. საერთოდ, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ_ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ_მკერამდე ხატავდნენ. 1513_1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.

რენესანსის სამშობლო


View Larger Map

სახალისო რენესანსი